14 ნოემბერი 2026, 11:28
სოფელ მისაქციელში ახალი საჯარო სკოლა შენდება
რეგიონი
გაზიარება
მცხეთის სოფელ მისაქციელში ახალი საჯარო სკოლა შენდება. გორის მეოთხე და ქარელის მეორე სკოლებთან დაკავშირებით კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მშენებლობა-რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ადგილზე დათვალიერების შემდეგ მიიღო.
რაც შეეხება მოხისისა და უფლისციხის სკოლებს, რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება.
პროექტები საკლასო ოთახების განახლებას და გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების მოწყობას ითვალისწინებს.





