14 ნოემბერი 2026, 11:30
ოზურგეთში საცხოვრებელი სახლის ფასადის, სპორტული მოედნისა და საჭიდაო დარბაზის განახლებისთვის 1 377 000 ლარზე მეტი დაიხარჯება
რეგიონი

გაზიარება
ოზურგეთში საცხოვრებელი სახლის ფასადის, სპორტული მოედნისა და საჭიდაო დარბაზის განახლებისთვის 1 377 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
ფასადისა და მოედნის რეაბილიტაცია კოსტავას ქუჩაზე მიმდინარეობს, საჭიდაო დარბაზი კი დოლიძის ქუჩაზე მდებარეობს.
სამუშაოები გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
პროექტებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ოზურგეთის მერია აფინანსებენ.




