05 თებერვალი 2022, 18:58
ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია
რეგიონი

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გაზიარება
ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს .
მათივე ნფორმაციით, კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.





