თეატრალური და მუსიკალური ფესტივალი „მოძრავი სცენა“ დასრულდა
რეგიონი

ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
თეატრალური და მუსიკალური ფესტივალი „მოძრავი სცენა“ დასრულდა. ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში ჩატარდა და მას პირველად ხულომ უმასპინძლა.
სამი დღის განმავლობაში მაყურებელმა თეატრალური წარმოდგენები და ქუჩის მუსიკოსების კონცერტები იხილეს. მონაწილეებისთვის გაიმართა მასტერკლასები. ჟიურიმ გამარჯვებილები დახურვის ღონისძიებაზე დაასახელა.
ნომინაციაში საუკეთესო სპექტაკლი - გამარჯვებული სენაკის ახალგაზრდული თეატრის “კავკასიური ცარცის წრე” გახდა; საუკეთესო შემსრულებლად ბათუმელი მუსიკოსები გიორგი ცეცხლაძე და ზურაბ გორგილაძე დასახელდნენ. ფესტივალის სპეციალური პრიზი კი მუსიკოს ბაგრატ ჩალათაშვილს გადაეცა. საკუთარი რჩეული მსახიობი დაასახელა ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმაც.





