04 ოქტომბერი 2026, 18:53
„ადიგენობა 2026“ მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა
რეგიონი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
„ადიგენობა 2026“ მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. განსაკუთრებული ღვაწლისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს. გაიმართა ადგილობრივი ოსტატებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი აქტივობები, შეჯიბრებები მკლავჭიდსა და ძიუდოში და მოეწყო მესხური სამზარეულოს სადეგუსტაციო სივრცე.
სადღესასწაულო პროგრამა ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების გამოსვლით გაგრძელდა და ჯგუფი „ურსას“ გამოსვლით დასრულდა.





