www.imedi.ge
რუსთავში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
რეგიონი

ფოტო: რუსთავის მუნიციპალიტეტი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. პარკის ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა და სხვადასხვა გასართობი აქტივობა მოეწყო. ამფითეატრის სცენაზე ჩატარდა საბავშვო კონცერტი, რომელშიც სამუსიკო სკოლებისა და მუსიკალური სტუდიების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთავის მერიამ ტკბილეულით დაასაჩუქრა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების შვილები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და საქართველოს კარიტასის ბავშვთა ტრანზიტორული ცენტრის აღსაზრდელები, სულ 1388 ბენეფიციარი.





