მანანა გაბელია
ზუგდიდსა და ფოთში ქუჩების დეზინფექცია დაიწყო
რეგიონი

ფოტო: მანანა გაბელია
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ზუგდიდისა და ფოთის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო
დედაქალაქსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში საგანგებო სიტუაციების მართვის, ზუგდიდიდის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მართვის ცენტრია ჩართული.
სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ხორციელდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.
მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.
საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





