24 ოქტომბერი 2026, 11:37
ბაკურიანი 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ემზადება
რეგიონი

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
გაზიარება
„მთის ტრასების სააგენტომ“ ბაკურიანში, დიდველზე არსებულ გონდოლის ტიპის საბაგირო „ნოდოზე“ კაპიტალური რემონტი დაასრულა.
საბაგიროს ტექნიკური ინსპექტირებისა და განახლების სამუშაოები ჩაუტარდა. შემოწმდა გონდოლების დამჭერი ნაწილები, ასევე საყრდენ ბოძებზე განთავსებული ბალანსირების ყველა მექანიზმი და ისინი განახლდა.
ზამთრის სათხილამურო სეზონი ბაკურიანში 20 დეკემბერს დაიწყება.





