მცხეთის მერიასა და ჯვრის მონასტრის წინამძღვარს შორის შეთანხმება ვერ შედგა
პოლიტიკა
მცხეთის მერიასა და ჯვრის მონასტრის წინამძღვარს შორის შეთანხმება ვერ შედგა. დღეს ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეები გააფრთხილა, რომ მათ სამი დღის ვადაში უნდა დატოვონ მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, რადგან სასულიერო პირი კონსტატნტინე ჯინჭარაული კატეგორიულად ეწინააღმდეგება გარევაჭრობას.
გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეები მაინც რჩებიან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამბობენ, რომ საკუთარი სურვილით დახლებს არ გადაიტანენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
მცხეთის ჯვრის მონასტერი ორი დღის განმავლობაში იყო დახურული და 16 იანვარს გაიხსნა.





