გიორგი კახიანი: ის ახსნა-განმარტებები, რომელსაც აკეთებენ ბატონი ბიბილაშვილი და ქალბატონი წითლიძე, მათივე საწინააღმდეგოდ გამოგვადგება, როდესაც სამართალწარმოების შესაბამის ეტაპზე გადავალთ
პოლიტიკა

გიორგი კახიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ის ახსნა-განმარტებები, რომელსაც აკეთებენ ბატონი ბიბილაშვილი და ქალბატონი წითლიძე, მათივე საწინააღმდეგოდ გამოგვადგება, როდესაც სამართალწარმოების შესაბამის ეტაპზე გადავალთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიციის ტყუილები და არასწორი ინტერპრეტაციები გამოყენებული იქნება მათივე საწინააღმდეგოდ.
„მათი ტყუილები, არასწორი ინტერპრეტაციები, განმარტებები, რომ ისინი კი არ ნანობენ იმ სისტემური დანაშაულების პერიოდს, არამედ პირიქით, ამით ამაყობენ, ეს ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნება მათივე საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.





