ბიძინა გიორგობიანი: ოპოზიციურ პარტიებს უკვეთავდნენ, რომ ისინი ყოფილიყვნენ ბოიკოტის და დესტრუქციის რეჟიმში, მოეხდინათ ხელისუფლების დელეგიტიმაცია და შეექმნათ რევოლუციური სიტუაცია საქართველოში
პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ოპოზიციურ პარტიებს უკვეთავდნენ, რომ ისინი ყოფილიყვნენ ბოიკოტის და დესტრუქციის რეჟიმში, მოეხდინათ ხელისუფლების დელეგიტიმაცია და შეექმნათ რევოლუციური სიტუაცია საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, სწორედ ამ მიზეზით იყვნენ ჩამოშორებული.
„ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ პოლიტიკური მომავლის დაგეგმვა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, სწორედ ამ მიზეზით იყვნენ ჩამოშორებული, რომ ოპოზიციის ველი დაკავებული აქვთ ამ რევოლუციურად განწყობილი პერმანენტული რევოლუციის რეჟიმში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ რევანში და არა პოლიტიკურ ცხოვრებაში არჩევნების გზით მონაწილეობა და საპარლამენტო ცხოვრებით გარკვეული ინიციატივების შემოტანა საქართველოს განვითარებისთვის“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.





