11 ნოემბერი 2018, 16:44
დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა
პოლიტიკა

ჩხოროწყუ
ფოტო: ჩხოროწყუს მერია
გაზიარება
მთავრობის გადაწყვეტილებით დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ჩხოროწყუში, "კოლხური შემოდგომის" დღესასწაულზე ვიცეპრემიერმა და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას დღეს ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.




