ირაკლი კირცხალია: ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალიას თქმით, საზოგადოება მუქარას ძალიან შეურაცხმყოფელად იღებს.
„ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება. დღევანდელი ელიტა გვეუბნება, რომ შენ თუ გინდა იყო ჩვენთან, შენ უნდა იყო ჩვენი ყურმოჭრილი მონა; რასაც ჩვენ გეტყვით, ის უნდა აკეთოთ და ამაზე უნდა მომიწერო ხელი; თუ არ მომიწერ ამაზე ხელს, გვემუქრება, რომ ვიზას გაგიჩერებ. დამერწმუნეთ, საზოგადოება ამ მუქარას ძალიან შეურაცხმყოფელად იღებს. ერთხელ და საბოლოოდ, ეს უნდა გაისიგრძეგანონ და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც არის. ვერავის დააშინებენ. ბევრი მუქარა ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბევრი არჩევნები გამოვიარეთ ამ მუქარის და ზეწოლის ფონზე, მაგრამ ვნახეთ, რა შედეგები დაიდო ამ არჩევნებზე ამ მუქარის, ამ უტიფრობის ფონზე“, - აღნიშნა მან.




