ირაკლი კირცხალია: უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის ნათელი მაგალითი
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
"ქართული ოცნება"
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით ბრიუსელიდან გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი Live“ შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა უწოდა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მსგავსი განცხადებები არც ახალია და არც გასაკვირი.
„უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის ნათელი მაგალითი, შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის სხვა ბევრ ნათელ მაგალითს რომ თავი დავანებოთ, რაც ჩვენთვის არ არის ახალი და გასაკვირი“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის ცხადია, რომ ოპოზიციას და მათ პარტნიორებს საქართველოში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვა სურთ.
„როდესაც ისინი დაგვინიშნავენ მოსამართლეებს, მაშინ ექნებათ ნდობა.
საერთაშორისო სასამართლოში თუ ასაჩივრებ, ე.ი., უცხო ქვეყანამ ჩემს ქვეყანაში უნდა დამინიშნოს მოსამართლე? სასამართლოზე როდესაც საუბრობდნენ, ევროკომისიის დასკვნები გავიხსენოთ, სადაც პირდაპირ ნათქვამია სასამართლოს მიმართ ნდობაზე. ეს არის ოქსიმორონი, უსტანდარტობა - პოლიტიკური განცხადებები ერთი და მათივე ინსტიტუტების დაკვეთილი კვლევები მეორე“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.




