პაპუნა შუშანია
მესტიაში ადგილობრივებმა ჰესამდე მისასვლელი გზა გახსნეს
პოლიტიკა

ფოტო: პაპუნა შუშანია
მესტიაში ადგილობრივებმა ჰესამდე მისასვლელი გზა გახსნეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე განაცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკება შედგა.
კახაბერ საბანაძეს თქმით, შეთანხმება მიღწეულია და საკითხი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდება. სპეცტექნიკა უკვე მესტიაჭალა 1 და მესტიაჭალა 2 -ის ტერიტორიაზეა.
მესტიაში სეტის მოედანზე ადგილობრივებმა გზის მთავარი მაგისტრალი 31 მარტს გადაკეტეს.
მესტიაჭალაჰესის მოწინააღმდეგეებსა და მშენებელ კომპანიას შორის შეხვედრა 20 მარტს შედგა, თუმცა მხარეებმა მაშინ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
"მესტიაჭალა1" და "მესტიაჭალა2"-ის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებულია. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.




