თბილისში, ქუთათელაძის ქუჩაზე ტროტუარზე პარკირება აიკრძალება
პოლიტიკა

კალაძე ქუთათელაძის ქუჩაზე
ფოტო: ანა ჩხეტია
თბილისის მერი კახი კალაძე საბურთალოს რაიონში ქუთათელაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. კალაძის თქმით, ქუჩაზე მდებარეობს სკოლა და მოსწავლეებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
"ეს ქუჩა პრობლებური იყო ფეხით მოსიარულეთათვის, რადგან ტროტუარები წყობიდან იყო გამოსული. ამ პროექტით ჩვენ ვაფართოვებთ ტროტუარებს. ასევე აქ არის სკოლა და მოსწავლეთათვის მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. აგრეთვე აიკრძალება ავტომანქანების ტროტუარებზე პარკირება", - განაცხადა კალაძემ.
ქუთათელაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება.





