„გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს შესახებ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტს“ - ევროკომისია „თვითნებურად დაკავებულებზე“ „ქრონიკის“ კითხვას კონკრეტულ პასუხს არ სცემს
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვას ევროკომისია კონკრეტულ პასუხს არ სცემს. კითხვაზე, კონკრეტულად ვის მიიჩნევს ევროკომისია საქართველოში „თვითნებურად დაკავებულად“ და რა საფუძვლით ითხოვს მათ გათავისუფლებას, „ქრონიკას“ მისწერეს, რომ დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეუძლიათ.
„გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს შესახებ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტს. სხვა დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეგვიძლია", - ნათქვამია „ქრონიკის“ კითხვაზე პასუხში.
ცნობისთვის, სწორედ ამ ტერმინით მოიხსენია ევროკომისიამ გაფართოების 2026 ანგარიშში ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული ადამიანები.





