07 ნოემბერი 2026, 08:00
„ღია ეთერი“ „იმედზე“ დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს დაეთმობა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
დღეს „ღია ეთერი“ სრულად დაეთმობა 19 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს.
„იმედის“ გუნდის წევრები საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გაიხსენებენ 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის და შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ სასტიკ დარბევას.
„ღია ეთერში“ გაიხსენებენ ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების უმძიმეს ფაქტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში.
დღეს, 20:00 საათზე „იმედზე“ „ღია ეთერია“.





