ხათუნა მაისურაძე
ონში ჰესის კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ
პოლიტიკა

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ონში მდინარე რიონზე ჰესის კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ სოფელ ნიგავზებში, ფარავნეში, უწერაში და ნაკიეთში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილობრივების განცხადებით, პროექტის მიხედვით, გვირაბში რომელიც 4 სოფლის თავზე, მთაში უნდა გაიყვანონ, მდინარე რიონის კალაპოტი მოექცევა, რაც მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის.
მათივე განმარტებით, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა, რაჭაში ხშირია მიწისძვრებიც, აქედან გამომდინარე ოთხ სოფელში მცხოვრები 300-მდე ოჯახი შესაძლოა კატასტროფის წინაშე დადგეს.
აქციის შემდეგ ადგილობრივებმა, ონის კულტურის ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განხილვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, სააქციო საზოგადოება "ონის კასკადმა" მემორანდუმი მთავრობასთან გააფორმა.
საჯარო განხილვას, საკონსულტაციო კომპანია "გამა კონსალტინგის", "მწვანე ალტერნატივას", "სს.ონის კასკადის" და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.




