ევროპარლამენტარი ლუკას მანდლი: პაატა ბურჭულაძე ავსტრიის, ევროკავშირის მოქალაქეა - ევროპარლამენტმა მკაფიო გზავნილი უნდა გააგზავნოს, ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს
პოლიტიკა

ლუკას მანდლი
ავსტრიის მოქალაქე საქართველოში პოლიტიკური პატიმარია, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ლუკას მანდლმა.
„საქართველოში შექმნილი ვითარება იმედგაცრუებას იწვევს. იქ მანამდე ჩავედი, სანამ პრორუსული ძალები ძალაუფლებას ჩაიგდებდნენ, და ვნახე, როგორ გამოვიდნენ ქუჩაში ახალგაზრდები. ახლა რუსი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტში წამყვან როლს ასრულებს. ახლა „ქართულმა ოცნებამ“, წამყვანმა მმართველმა პარტიამ, ქვეყანა კოშმარად აქცია. პაატა ბურჭულაძე ავსტრიის, ევროკავშირის მოქალაქეა - ევროპარლამენტმა მკაფიო გზავნილი უნდა გააგზავნოს: ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. მინდა მადლობა გადავუხადო სხვადასხვა წევრი სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიის ევროპარლამენტარებს ამ ავსტრიელი და ევროპელი მოქალაქის მხარდასაჭერად გამოჩენილი სოლიდარობისთვის“, - დასძინა მან.





