ევროპარლამენტარი მარკოს როს სემპერე: თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლით, სწორედ ეს განაჩენი გამოუტანეს ბურჭულაძეს, საოპერო მომღერალსა და პროდემოკრატიულ აქტივისტს - ეს განაჩენი მან მაისში მიიღო, რა მტკიცებულებების საფუძველზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ეჭვქვეშ დააყენა როგორც სასჯელის საფუძვლიანობა, ისე მისი პროპორციულობა
პოლიტიკა

მარკოს როს სემპერე
თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლით, სწორედ ეს განაჩენი გამოუტანეს ბურჭულაძეს, საოპერო მომღერალსა და პროდემოკრატიულ აქტივისტს - ეს განაჩენი მან მაისში მიიღო, რა მტკიცებულებების საფუძველზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ეჭვქვეშ დააყენა როგორც სასჯელის საფუძვლიანობა, ისე მისი პროპორციულობა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, მარკოს როს სემპერემ.
„ეს მოვლენები აჩვენებს, თუ როგორ იყენებს საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო ბერკეტს ყველას გასაჩუმებლად, ვინც მას აკრიტიკებს. „ევრონესტის“ წევრის სახით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული საქართველოს, ევროპული საქართველოს მხარდაჭერას, მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ასევე მოვითხოვთ, რომ ევროკომისიამ საქართველოში დემოკრატიის სასარგებლოდ იმოქმედოს“, - დასძინა მან.





