ლევან მაჭავარიანი: თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
საქართველოს პარლამენტი
თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
მისივე თქმით, მოპასუხე მხარე პოლიტიკურად ბოლომდე დამარცხებულია.
„თავიდან ბოლომდე გაშიფრული აგენტები არიან ოპოზიციურ ფლანგზე, ეს ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. სუბიექტურად, ნებისმიერი მმართველი ძალა ინატრებდა ასეთ ოპოზიციას, რამდენი არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს, ყველგან დავამარცხებთ გამანადგურებელი ანგარიშით, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, შესაბამისად, ჩვენ ვიყავით ვალდებულები გადაგვედგა ის ნაბიჯები, რაც გადავდგით. თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალებს ექნებათ გაცილებით მეტი მოტივაცია, რომ მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და გაგვიწიონ ჯანსაღი ოპონირება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.





