18 ნოემბერი 2026, 08:38
გელა სამხარაული ნაირობიში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა

გელა სამხარაული
ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული კენიის დედაქალაქში გამართულ შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოვიდა.
ნაირობიში გამართული სამიტის მესამე სესიის ფარგლებში, რომელიც ეფექტიანი, ინკლუზიური, მედეგი და მდგრადი აგროსასურსათო სისტემების განვითარებას დაეთმო, სამხარაულმა საქართველოს დელეგაციის სახელით, წარადგინა ქვეყნის გამოცდილება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებისა და სურსათის დონაციის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა.





