აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალიევისა და ქვრივიშვილის შეხვედრაზე: მხარეები მიესალმნენ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების წარმატებით განვითარებას სხვადასხვა სფეროში
პოლიტიკა

ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტილჰამალიევისა და საქართველოს ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, საუბრის დროს მხარეებმა გაიხსენეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტები, რამაც ხელი შეუწყო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. საუბრის დროს მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ორმხრივი ვიზიტების როლს სხვადასხვა დონეზე ურთიერთობებისგანვითარებაში.
„შეხვედრის დროს მხარეები მიესალმნენ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების წარმატებით განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზე დაყრდნობით. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.





