არჩილ გორდულაძე მიტროპოლიტ იობის განცხადებებზე: სამწუხაროა, როდესაც ამბიონის გამოყენება ხდება არაზუსტი, არასწორი ინფორმაციის გასავრცელებლად
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის მხრიდან ამბიონიდან გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს სახელისუფლებო გუნდში გამოეხმაურნენ. "ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ რომ სასულიერო პირების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება მიუღებელია.
„განსაკუთრებულ პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, როგორც ამ ზოგადად, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს. სამწუხაროა, როდესაც ამბიონის გამოყენება ხდება არაზუსტი, არასწორი ინფორმაციის გასავრცელებლად და უკეთესი იქნებოდა, თუ რაიმე კითხვა არსებობს სასულიერო პირის მხრიდან, შესაბამისი კომუნიკაცია მოხდეს და თითოეულ კითხვას გეცემა პასუხი, მით უმეტეს, როდესაც მთელ რიგ შემთხვევებში არასწორი ინფორმაციის გავრცელება მოხდა”, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, მეუფე იობმა ამბიონიდან ქადაგება ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. ამასთან, მეუფე იობმა, რომელიც წმინდა სინოდის წევრია და პატრიარქობის კანდიდატიც იყო, ქადაგებისას სასულიერო პირები ხელისუფლების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.





