ცოტნე ანანიძე 2008 წლის არჩევნებზე: ხელისუფლების უზურპაცია მოხდა, „კალაშნიკოვებით“ ჩატარდა ეს არჩევნები, განსაკუთრებით, რეგიონებში. ვიცით, რომ ლევან გაჩეჩილაძის და ბადრი პატარკაციშვილის ხმები ერთობლიობაში გაცილებით უფრო მეტი იყო და 50 პროცენტს ვერცერთნაირი ლოგიკით ვერ გადასცდებოდა სააკაშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი
პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
ხელისუფლების უზურპაცია მოხდა, „კალაშნიკოვებით“ ჩატარდა ეს არჩევნები, განსაკუთრებით, რეგიონებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ანანიძის თქმით, არჩევნებზე ლევან გაჩეჩილაძისა და ბადრი პატარკაციშვილისთვის მიცემული ხმები ერთობლიობაში გაცილებით უფრო მეტი იყო და სააკაშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, 50 პროცენტს ვერანაირი ლოგიკით ვერ გადასცდებოდა.
„ქართველ ხალხს არ აურჩევია, ეს იყო დაშინების, ყუთების შეცვლის შედეგად დაწერილი პროცენტები. რუსული ისტერიის შემდეგ, რომელიც შექმნეს, ვხედავთ, რომ ინაუგურაციაზე სერგეი ლავროვი ბრძანდებოდა. გვახსოვს ეს, კადრები არსებობს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ყველაფერში სიყალბე, ორმაგი სტანდარტი და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შესრულება განსაკუთრებული სისასტიკით საკუთარი მოქალაქეების და ხალხის მიმართ“, - აღნიშნა მან.





