ლევან ჟორჟოლიანი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, „ზაჰა ჰადიდ არქიტექტს“-ის დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, „ზაჰა ჰადიდ არქიტექტს“-ის დირექტორს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ბრიტანეთში დაფუძნებული, მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული და დიზაინის კომპანია, რომელიც ინოვაციური შენობების, ურბანული სივრცეებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის პროექტირებით გამოირჩევა, დაინტერესებულია, საქართველოში კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებთან ერთად, სახელმწიფო პროექტების განხორციელებაშიც მიიღოს მონაწილეობა.
კომპანიის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ამ მიმართულებით თავიანთი ხედვები წარუდგინეს.





