დავით მათიკაშვილი ევროკომისიის სკანდალზე: ამაში დაუჯერებელი არაფერია - მთელი საზოგადოების თვალწინ ევროფონდებიდან დაფინანსებული რადიკალები ცდილობდნენ, თბილისი დაენგრიათ, პოლიციელები დაეწვათ, პარლამენტი გადაეწვათ და ამ ყველაფერს ევრობიუროკრატია ახალისებდა
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სახელისუფლებო გუნდი ესპანური მედიის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედ ხუთ ორგანიზაციას აფინანსებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს მხარს უჭერდნენ, დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ ან პოლიციის მოქმედებებს აკრიტიკებდნენ.
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტოს კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენივე ქვეყნის პრაქტიკიდან გამომდინარე, ამაში დაუჯერებელი არაფერია.
„მთელი საზოგადოების თვალწინ ევროფონდებიდან დაფინანსებული რადიკალები ცდილობდნენ, თბილისი დაენგრიათ, პოლიციელები დაეწვათ, პარლამენტი გადაეწვათ და ამ ყველაფერს ევრობიუროკრატია ახალისებდა”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისია მორიგ სკანდალში გაეხვა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ხუთი ორგანიზაცია ევროკომისიიდან ფინანსდება.





