პაატა სალია საკონსტიტუციო სარჩელზე: გაცხადებული აქვთ, თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, მიმართავენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო
პოლიტიკა

პაატა სალია
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ინტერესებს საერთაშორისო არბიტრაჟებსა და საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში, წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ვისაუბრო მიმდინარე საქმის დეტალებზე, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
„მე თავს შევიკავებ მიმდინარე პროცესის შეფასებისაგან... მოპასუხეებს გაცხადებული აქვთ, რომ, თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, მიმართავენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და, მოგეხსენებათ ისიც, რომ სახელმწიფოს ინტერესებს საერთაშორისო არბიტრაჟებსა და საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო. აქედან გამომდინარე, მე თავს შევიკავებდი, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ვისაუბრო მიმდინარე საქმის დეტალებზე. თუმცა, რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, პროცედურულ ნაწილს აჩერებს თუ არა, რა თქმა უნდა, არ აჩერებს, თუ სტრასბურგის სასამართლო არ მიიღებს დროებით ღონისძიებას“, – განაცხადა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.





