გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესზე: ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შუამდგომლობების დიდი ნაწილი იყო მხოლოდ იმისთვის, რომ შუამდგომლობა დარქმეოდა და პროცესი გაჭიანურებულიყო. შუამდგომლობათა უმეტესობა სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო
პოლიტიკა

გიორგი კახიანი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შუამდგომლობების დიდი ნაწილი იყო მხოლოდ მისთვის, რომ შუამდგომლობა დარქმეოდა და პროცესი გაჭიანურებულიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიციის შუამდგომლობათა უმეტესობა სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.
„ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის და ლევან ხაბეიშვილის პროცესზე მოყვანას და მოწმის სახით დაკითხვას, გახარიას პარტიის წევრებმა მოითხოვეს ბატონი გახარიას ჩართვა პროცესზე მოწმის სახით და ა.შ. იყო შუამდგომლობები, რომლებიც პროცედურული თვალსაზრისითაც უბრალოდ აბსურდული იყო, სასამართლო ვერც გაითვალისწინებდა ვერანაირად“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.





