რადიკალების ნიურნბერგის პროცესი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლები საზოგადოებას ახსოვს არამხოლოდ ოპონენტებთან წესების გარეშე ბრძოლით, არამედ გახმაურებული, უმძიმესი საქმეებით - მკვლელობებით, ანტიქართული პოლიტიკის გატარებით, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებებით და დროებით დაკარგული ტერიტორიებით.
პოლიტიკური ძალების ნაწილი დღეს ისევ ცდილობს საკუთარი თავის დემოკრატიის დამცველად წარმოჩენას, მაგრამ დემოკრატია პასუხისმგებლობისგან გაქცევის თავშესაფარი არ არის და არც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების უფლებას აძლევს ვინმეს. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავი და ქვეყნის ეროვნული ინტერესები იმ ძალებისგან, რომლებიც კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხეს უქმნიან.
სწორედ ამიტომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ფიქრობს, რომ თუ სასამართლოში წარმოდგენილი ფაქტები სრულად დადასტურდება, ხუთი პარტიის აკრძალვა ქვეყნის დემოკრატიული და სუვერენული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
რადიკალების ნიურნბერგის პროცესი - ნახეთ სანდრო გამსახურდიას საავტორო რეპორტაჟში.





