შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის შემდეგ დაკავებულებზე: ჟორჟოლიანის, რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების, ბრიუსელის, ევროკავშირის ელჩის უსინდისობის პატიმრები არიან ეს პატიმრები
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჟორჟოლიანის, რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების, ბრიუსელის, ევროკავშირის ელჩის უსინდისობის პატიმრები არიან ეს პატიმრები, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
პაპუაშვილს ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადების შეფასება სთხოვეს, სადაც ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღიარებული ბრალი მხოლოდ ციხის დატოვებისთვის არის და რეალურად, ეს პირები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.
„მათ სჭირდებათ პატიმრები საკუთარი თავის ლეგიტიმაციისთვის. პატიმრები არიან ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეთ. 4 ოქტომბრიდან მოყოლებული რომ ავიღოთ ერთი წელი, არაფერი აქვთ გარდა პატიმრების გამოსარჩლების. ტერმინოლოგიაც გამოელიათ. ეს არის ერთადერთი, რამე მოგისმენიათ მათგან სხვა მიმართულებით?! მათი - ჟორჟოლიანის, რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების, ბრიუსელის, ევროკავშირის ელჩის უსინდისობის პატიმრები არიან ეს პატიმრები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.





