პრემიერი: ჩვენს ძიუდოისტებს ვულოცავ ძალიან შთამბეჭდავ გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში, 2 ოქროს მედალი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი მედალი, რომელიც გუნდურ ასპარეზობაში მოვიპოვეთ და ამაში ლაშა ბექაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, პრაქტიკულად ტრავმით მოაგებინა ჩვენს გუნდს პრინციპული დაპირისპირება
პოლიტიკა

მინდა ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გუნდურ ასპარეზობაში მოპოვებულ მედლის მნიშვნელობას.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში. 2 ოქროს მედალი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი მედალი, რომელიც გუნდურ ასპარეზობაში მოვიპოვეთ და ამაში ლაშა ბექაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პრაქტიკულად ტრავმით მოაგებინა მან ჩვენს გუნდს პრინციპული დაპირისპირება“, - განაცხადა პრემიერმა.





