ირაკლი კობახიძე: დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიცეფესბესაგენტს თამაშობდა რუსულ სერიალში 2008 წლის ომის შემდეგ და ახლა ის ბექაურს უწუნებს პატრიოტიზმს და ა.შ. ეს არის თავხედობა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა
დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიცეფესბესაგენტს თამაშობდა რუსულ სერიალში 2008 წლის ომის შემდეგ და ახლა ის ბექაურს უწუნებს სხვადასხვა რამე, პატრიოტიზმს და ა.შ., - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერის შეფასებით, ეს არის თავხედობა.
„დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიცეფესბესაგენტს თამაშობდა რუსულ სერიალში 2008 წლის ომის შემდეგ და ახლა ის ბექაურს უწუნებს სხვადასხვა რამე, პატრიოტიზმს და ა.შ. პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლამსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში. 2 ოქროს მედალი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი მედალი, რომელიც გუნდურ ასპარეზობაში მოვიპოვეთ და ამაში ლაშა ბექაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პრაქტიკულად ტრავმით მოაგებინა მან ჩვენს გუნდს პრინციპული დაპირისპირება. ასეთ ფონზე, ასეთ დამსახურებულ ადამიანებს თავს ესხმიანეფესბესაგენტის როლის შემსრულებელი ადამიანები. შეგახსენეთ, რომ 2008 წლის შემდეგ ასრულებდა ეს ადამიანიეფესბესაგენტისროლს რუსულ სერიალში. ეს არის თავხედობა. ამას სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს. ეს ადამიანი არის შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ანტიეროვნულ ქმედებებში. შესაბამისად, საინტერესო არ არის მაინცდამაინც მისი თავდასხმა ჩვენი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.





