შსს: გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერი ავთენტურია
პოლიტიკა

ნიკა გვარამია
გვარამია-ახვლედიანის საქმეზე ახალი დეტალები ირკვევა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მოწმის სტატუსით გამოიკითხება. ამის შესახებ ინფორმაცია "ქრონიკას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
საქმე ეხება ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერს. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, გვარამია-ახვლედიანის საუბრის ამსახველი აუდიოფაილის ავთენტურობა დასტურდება, სადაც ნიკა გვარამია მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს ჰპირდება.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი საგამოძიებო ორგანოში დღეს 16:00 საათზეა დაბარებული.
ნიკა გვარამია 15:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.




