ანი სარჯველაძე
დღეს იუსტიციის საბჭოში სასამართლო სისტემაში გენდერულ ბალანსზე იმსჯელებენ
პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
დღეს, 29 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. სასამართლო სისტემაში გენდერული ბალანსი, ქალი მოსამართლეებისთვის, რომლებსაც 1 წლამდე შვილი ჰყავთ, სამუშაო დატვირთვის შემცირება, პროექტებისა და გადაწყვეტილებების საჯაროობა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
საბჭოს წევრის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამჟამად სასამართლოს სისტემაში ქალების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, თუმცა გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე მათი წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად მცირდება, ამიტომაც აუცილებელია გენდერულ საკითხებზე მუშაობა.
გარდა ამისა, საბჭოს წევრები საორგანიზაციო საკითხებზე და იმ ცვლილებებზე იმსჯელებენ, რომლებიც საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაში უნდა განხორციელდეს.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.





