ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ამას დავარქმევდი „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინებას“
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას გამეხმაურა.
მისი თქმით, ეს დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის ქრონიკების ერთ-ერთი სერიაა.
„ოპოზიცია ისევ კომედიურ ჟანრში მიდის. ამას დავარქმევდი მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს და სათაურს ერთ-ერთი სერიის „ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინებას". როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, ამას საზოგადოება ნახავს. ამაზე მეტი კომენტარი არ მგონია სერიოზული იყოს", - აღნიშნა კირცხალიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობამდე, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარე ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჟორჟოლიანმა პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.




