ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვერ მივცემთ 300-კაციან დახელფასებულ დაჯგუფებას იმის უფლებას, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა შეიყვანონ დისკომფორტში
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ადეკვატურია ყველა ის კანონი, რომელიც ამოქმედდა და ამოქმედდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, არის მორგებული ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონის გამკაცრებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, სახელმწიფო ვერ მისცემს 300-კაციან ჯგუფს იმის უფლებას, რომ საზოგადოების უმრავლესობას დისკომფორტი შეუქმნას.
„ჩვენ ვერ მივცემთ 300-კაციან დახელფასებულ დაჯგუფებას იმის უფლებას, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა შეიყვანონ დისკომფორტში. საზოგადოების წევრები, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ყოველდღიური, რუტინული ცხოვრებით, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აქ დავიცვათ სწორი ბალანსი, როგორც გამოხატვის, შეკრებებისა და მანიფესტაციის თავისუფლების კუთხით დავიცვათ მათი ინტერესები, ასევე დავიცვათ დანარჩენი საზოგადოების ინტერესები“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.




