04 დეკემბერი 2025, 09:44
მაკა ბოჭორიშვილი ვენაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაში მონაწილეობს
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
გაზიარება
ვენაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრა იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით მიმართავს საბჭოს სესიის მონაწილეებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე. მინისტერიალის ფარგლებში მინისტრი მაღალი რანგის შეხვედრებსაც გამართავს. შეხვდება მინისტრ კოლეგებს, ასევე ეუთოს გენერალურ მდივანს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.




