დავით მათიკაშვილი: ნებისმიერ შემთხვევაში, ექნება თუ არა წვდომა მოგებულ თანხაზე, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი თავის საქველმოქმედო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ საქმიანობას საკუთარი სამშობლოს სამსახურში ბუნებრივია აგრძელებს
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ნებისმიერ შემთხვევაში, ექნება თუ არა წვდომა [მოგებულ თანხაზე], ეს ოჯახი თავის საქველმოქმედო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ საქმიანობას საკუთარი სამშობლოს სამსახურში ბუნებრივია აგრძელებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, „კრედიტ სუისს“ დავა მოუგო.
„მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად ყველა ინსტანციის დავა აქვს ბანკებთან მოგებული, აშკარად იკვეთება ის ნეგატიური სურვილი, ამ მექანიზმით პედალირებისა ბატონ ბიძინაზე და მის ოჯახზე ამდენი წლის განმავლობაში.
ამ გამარჯვების მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ექნება თუ არა წვდომა [მოგებულ თანხაზე], ეს ოჯახი თავის საქველმოქმედო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ საქმიანობას საკუთარი სამშობლოს სამსახურში ბუნებრივია აგრძელებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suiss-ს შორის სამართლებრივი დავა ლონდონის უზენაეს სასამართლოში, ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა.





