განათლების დაანონსებული რეფორმა და „იგლ ჰილსის“ პროექტი - რა თემებს ირჩევს სამიზნედ ონლაინ მედიების გაერთიანება, რომელიც „იმედის კვირის“ მიერ გაშიფრული სქემის მიხედვით, უცხოური სპეცსამსახურების გეგმით მოქმედებს
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„იმედის კვირამ“ მორიგი ჟურნალისტური გამოძიებით გაშიფრა სქემა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 22 ონლაინ მედიის გაერთიანება უცხოური სპეცსამსახურების გეგმით მოქმედებს.
მცირე ონლაინ მედიები თითქოს, თავიანთი ვიწრო პროფილური მიმართულებით მუშაობენ. თუმცა, როდესაც მოდის დავალება, კონკრეტული მიზნისთვის ერთიანდებიან.
დაფინანსებული ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის ბოლო და თვალსაჩინო მაგალითებია პრემიერ მინისტრის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის დისკრედიტაციის მცდელობა და „იგლ ჰილსის“ ისტორიულ ინვესტიციაზე მასირებული მედია შეტევა.
ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული ე.წ ჟურნალისტური ქსელი ბოლო პერიოდია, განსაკუთრებით აქტიურობს 6.6 მილიარდიანისაინვესტიციო პროექტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით. პროცესში ჩართულია „ჯიპას“ მიერ დატრენინგებული ყველა მედია, მათ შორის „მაუწყებელი“, რადიო თავისუფლება, „ნეტგაზეთი“, რადიო „თბილისი“, OC Media, Project 64, პუბლიკა და „სოვა ნიუსი“.
გარე ძალების მიზანია, ეკონომიკური ზიანი მიადგეს საქართველოს, ცდილობენ პროცესი „ნამახვან ჰესის“ სცენარით წაიყვანონ. ეს ონლაინ მედიები აქცენტს აკეთებენ ხელშეკრულების კონფიდენციალურობაზე, სხვადასხვა ფორმით იყენებენ ამას და ცდილობენ საზოგადოებაში ეჭვების დათესვას. პროცესში ასევე, ჩართულია „დაიტოვესთან“ დაკავშირებული ილია ღლონტის მართული ორგანიზაცია „ქართული რესპუბლიკა’’. შექმნეს ჯგუფიც - „დაიცავი კრწანისი და გონიო“.





