„ევროპის სახალხო პარტია“ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/კადრი
„ევროპის სახალხო პარტია“ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს. წერილი „რუსთავი2“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა.
„ბოლო ანალიზები აჩვენებს, რომ საქართველო კრიტიკული ქვეყანა, მზარდი"სანქციების ბუშტში" გახდა, რომელიც, უპრეცედენტო შემზღუდავი ღონისძიებების მიუხედავად, უზრუნველყოფს რუსეთის ეკონომიკურ, ლოგისტიკურ და ტექნოლოგიურ გამძლეობას. ორი წევრი სახელმწიფო აგრძელებს საბჭოს დონეზე მნიშვნელოვანი ქმედების დაბლოკვას, რაც აუცილებელს ხდის, რომ კომისიამ გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი – განსაკუთრებით ის, რაც ერთსულოვნებას არ მოითხოვს – როგორიცაა შეზღუდვითი ზომები ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, მიზანმიმართული მარეგულირებელი ქმედება კონკრეტული სექტორების მიმართ და გაძლიერებული მონიტორინგი გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში“, - აღნიშნულია წერილში.




