გიორგი ხუხია
იურიდიულმა კომიტეტმა ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტს, რომელიც პარტიების პროპორციულ სიებში ქალებისა და კაცების თანაბარი რაოდენობით ჩასმას გულისხმობს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს. დოკუმენტი უკვე საპარლამენტო სესიაზე გადაინაცვლებს და შინაარსობრივ დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.
ინიციატივა, რომელიც 37 000 მოქალაქის ხელმოწერით შევიდა პარლამენტში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა მოამზადა. კითხვაზე - არის თუ არა ქართულ პოლიტიკაში რესურსი, პროპორციულ სიებში ყოველი მეორე ქალი იყოს, ჯგუფის წევრები დადებითად პასუხობენ.
დღეს საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან ქალი მხოლოდ 24 დეპუტატია. წარმოდგენილი პროექტი ასევე ითვალისწინებს რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, თუკი რომელიმე არჩეულ პირს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, იგი აუცილებლად, იმავე სქესის პირმა უნდა ჩაანაცვლოს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, თუკი პარტიები ცესკოს კვოტირებულ სიას არ წარუდგენენ, რეგისტაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებათ.





