ამ რეჟიმის დღეები დათვლილია - ვანო მერაბიშვილის პასუხი კითხვაზე შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი
პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი
ფოტო: ვიდეო/კადრი
როდესაც ვუყურებ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, რა ხდება სოციალურ ქსელებში, ვხვდები, რომ გუშინდელს შემდეგ ყველაფერი შეიცვალა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე 8 მარტის გადაცემაში განაცხადა.
კითხვაზე, „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, მერაბიშვილმა უპასუხა, რომ „რეჟიმის დღეები დათვლილია“.
„არაფერს გამოვრიცხავ. ახლა არ ვიცი ზუსტად, ეს იქნება დღეს, ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ხდება ისე, რომ პროფესიონალ პოლიტიკოსს აქვს პირადი გრძნობები. მას ესმის, გრძნობს, რომ რაღაც მოხდება. როდესაც ვუყურებ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, რა ხდება სოციალურ ქსელებში, ვხვდები, რომ გუშინდელს შემდეგ ყველაფერი შეიცვალა საქართველოში“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.





