საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს, სერ ლინდსი ჰოილს შეხვდა
პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი; ლინდსი ჰოილი
ფოტო: გაერთიანებული სამეფოში საქართველოს საელჩო
3 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარესთან, სერ ლინდსი ჰოილთან. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„თემთა პალატის თავმჯდომარემ საქართველოს ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების პროცესში.
ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს", - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.





