04 ნოემბერი 2026, 08:00
შალვა პაპუაშვილი დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდება
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი დღეს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება.
პირისპირ შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.





