ირაკლი კობახიძე: რა ინტერესი უნდა ჰქონდეს რუსეთს სააკაშვილის პატიმრობის, სააკაშვილი გამოვა და პუტინს დაამხობს თუ რას გააკეთებს?!
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: Facebook
რა ინტერესი უნდა ჰქონდეს რუსეთს სააკაშვილის პატიმრობის, სააკაშვილი გამოვა და პუტინს დაამხობს თუ რას გააკეთებს ხომ?! სასაცილოა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი ინტერესი სამართლის უზენაესობაა და როდესაც ადამიანი ჩადის უმძიმეს დანაშაულებს, სასჯელი უნდა აღსრულდეს.
„რა ინტერესი უნდა ჰქონდეს რუსეთს სააკაშვილის პატიმრობის, სააკაშვილი გამოვა და პუტინს დაამხობს თუ რას გააკეთებს ხომ?! სასაცილოა. მაგრამ დააკვირდით იმას, რომ ზახაროვას და „ნაცმოძრაობის“ გზავნილები ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს. „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ პუტინის პატიმარია სააკაშვილი და მის ინტერესებშია სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა და ან ალოგიკური რამ თქვა ზახაროვამაც. ეს უნდა იყოს საინტერესო. თქვენ დასდევთ აქეთ ზახაროვას და იქით კუბილიუსის გზავნილებს. ჩვენ დავდევთ იმას, თუ რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. სამართლის უზენაესობაა ის ინტერესი, რომელიც ხელისუფლებას ამოძრავებს, სასჯელი უნდა აღსრულდეს, როდესაც ადამიანი სჩადის უმძიმეს დანაშაულებს. რა ინტერესები აქვთ აქეთ „ნაცმოძრაობას“ და იქით ზახაროვას ამაზე თავად იმსჯელეთ“,- განაცხადა კობახიძემ.





