აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირადად ჩემი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ასევე, ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს
პოლიტიკა

საჰიბა გაფაროვა
ფოტო: აზერბაიჯანის პარლამენტი
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირადად ჩემი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, - ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის, საჰიბა გაფაროვას მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სახელზე გაგზავნილ სამძიმრის წერილში.
როგორც წერილშია აღნიშნული, თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების ამბავმა ღრმა მწუხარება გამოიწვია.
„პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,
თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების ამბავმა ღრმა მწუხარება გამოიწვია.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირადად ჩემი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ასევე, ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს. დაშავებულებს კი ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.





