სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები მოძმე ქართველ ხალხთანაა
პოლიტიკა

რუბენ რუბინიანი
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, - წერს სოციალურ ქსელში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანი.
იგი ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები მოძმე ქართველ ხალხთანაა“, - წერს რუბენ რუბინიანი.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.





