გიორგი ვოლსკი: თუ პროფესიონალ ადამიანებს სამსახურიდან მხოლოდ მათი პოლიტიკური შეხედულების გამო ათავისუფლებენ, ეს დასაძრახია და ამ პირებმა სასამართლოს უნდა მიმართონ
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: ნინი ვაშაკიძე
სახელმწიფო სისტემაში, პარლამენტსა თუ მთავრობაში ბევრი ისეთი ადამიანი მუშაობს, რომელიც თავისი პოლიტიკური გემოვნებით არ ემთხვევა მთავრობის ან უმრავლესობის პოზიციას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი სამსახურიდან უნდა იყოს განთავისუფლებული, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერო, გიორგი ვოლსკი მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმად, წალენჯიხის მერმა „ქართული ოცნების“ მომხრეები სამსახურიდან გაათავისუფლა.
„ეს არის ფორმულა, რომელიც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს ახასიათებს. თუ პროფესიონალი ადამიანი სამსახურიდან მხოლოდ მისი პოლიტიკური შეხედულების გამო თავისუფლდება, ეს დასაძრახია, არასწორია და ამ პირებმა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა მიმართონ“, - აცხადებს ვოლსკი.





